როგორ აღმოჩნდა საქართველოს საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები რუსული სპეცსამსახურების ხელში

როგორ აღმოჩნდა საქართველოს საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები რუსული სპეცსამსახურების ხელში

KALANDAZE_1გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე “პოსტსკრიპტუმს” სკანდალურ ინტერვიუს აძლევს. კალანდაძის მტკიცებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ რამდენიმე მსხვილი საიდუმლო სამხედრო ობიექტი ააგო, რაზეც მილიონობით ლარი დაიხარჯა, თავდაცვის წინა მინისტრის, მინდია ჯანელიძის პერიოდში კი შესაძლოა, ამ ობიექტთა ნუსხა რუსულ სპეცსამსახურებს ჩაუვარდათ ხელში. ამ ინფორმაციას გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე ავრცელებს. კალანდაძემ რუსთავი 2-თან საუბარში განაცხადა, რომ გასაიდუმლოებული ობიექტების კოორდინატები რუსულ სპეცსამსახურებს სამშობლოს ღალატში ბრალდებულმა ტრისტან წითელაშვილმა გადასცა.

გიგი კალანდაძის თქმით, რუსული სპეცსამსახურების ხელში მიწისქვეშ არსებული საქართველოს ცენტრალური გასაიდუმლოებული მართვის შტაბის კოორდინატები და მისი ვიდეოკადრებია. ასევე რუსული სპეცსამსახურები ფლობენ საიდუმლო საცეცხლე წერტილების კოორდინატებს.კალანდაძის მტკიცებით წითელაშვილი, საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა, გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა, რომელმაც საიდუმლო ბაზაზე შესვლა სამსახურეობრივი საშვით შეძლო.

“მოხდა ამ ობიექტების შიდა გადაღება, აუდიო ჩაწერა და კოორდინატების დატანა. ზუსტად გენინსპექციის საბუთის არსებობის შემთხვევაში ორმოცაძემ მიიღო დაშვება, რომ ობიექტზე შეეყვანა თანხმლები პირი. ამ თანმხლებ პირთან დაკავშირებით ჯარისკაცებს ჰქონდათ წინააღმდეგობა. ერთმა თანამშრომელმა მოუწოდა გენისპექციის თანამშრომელს, რომ შეეწყვიტათ გადაღება, მათ გადაღება შეწყვიტეს, თუმცა მათ მართვის ცენტრის გადაღება მაინც მოასწრეს”,- ამბობს გიგი კალანდაძე.

პოლკოვნიკი წითელაშვილი, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დააკავეს და სამშობლოს ღალატისთვის პატიმრობა მიუსაჯეს. 2013 წლის იანვარში, ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ მან ციხე დატოვა.

არსებული ინფორმაციით საიდუმლო ობიექტები წითელაშვილმა ფირზე გადაიღო. გადაღების დროს წითელაშვილს ხელი სამხედროებმა შეუშალეს, თუმცა უშედეგოდ. სამხედროებმა კალანდაძის ინფორმაცით, მიაწოდეს ინფორმაცია ზემდგომებს, თუმცა მინისტრმა საბოლოოდ აღნიშნულის გამოძიება არ დაიწყო, რის გამოც კალანდაძე ჯანელიძეს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს.

ფაქტს, რომ გასაიდუმლოებული სამხედრო ობიექტები ნახა რუსთავი 2-თან საუბარში თავად წითელაშვილიც ადასტურებს. წითელაშვილის თქმით, მან ობიექტი როგორც სამხედრო ექსპერტმა დაათვალიერა. წითელაშვილი უარყოფს მის მიერ ობიექტების შესახებ ინფორმაციის მესამე პირებზე გადაცემის შესახებ კალანდაძის განცხადებას.

წითელაშვილს ობიექტების დათვალიერების სურვილი თინა ხიდაშელის მინისტრობის პერიოდშიც ჰქონდა, თუმცა სამინისტროსგან მან უარი მიიღო. ხიდაშელმა კი გენინსპექციის თანამშრომელი, რომელმაც წითელაშვილი საიდუმლო მართვის ცენტრში შეიყვანა – გოდერძი ორმოცაძე სამსახურიდან გაათავისუფლა.

თუმცა როგორც ცნობილია გოდერძი ორმოცაძე თავდაცვის ძალებში მუშაობას აგრძელებს. ის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ დელტაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას იკავებს.

banner
წინა სტატიაშირაგბისტ მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე დღეს გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკლინტონმა ტრამპს პუტინის მხარდაჭერაში დასდო ბრალი