კლინტონმა ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის გეგმა გაასაჯაროვა

კლინტონმა ტრამპს ურჩია ისე მოიქცეს, როგორც პრეზიდენტს შეეფერება

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატებიდან, ჰილარი კლინტონმა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორიზმთან ბრძოლის გეგმა გაასაჯაროვა. პოლიტიკოსმა მასზე გუშინ, მინესოტის შტატის უნივერსიტეტში გამოსვლისას ილაპარაკა.

კლინტონის თქმით, მთავრობა მზად უნდა იყოს ახალი შეტევებისთვის და ინტენსიურად იმუშავოს იმაზე, რომ სოციალურ ქსელებში ექსტრემისტების იდენთიფიცირება მოახდინოს, მათი აკაუნტები და სხვა ნებისმიერი ტერორისტული შინაარსის ინფორმაცია გააუქმოს.
გარდა ამისა, კლინტონი თვლის, რომ აუცილებელია სირიაზე თავდასხმა გაძლიერდეს, ასევე გაძლიერდეს სავიზო კონტროლი იმ ადამიანების, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს კონტროლ ქვეშ არიან.

პოლიტიკოსმა, ასევე მოწოდება გააკეთა, გამკაცრდეს იარაღის ფლობის შესახებ კანონი აშშ-ში.
მისი თქმით, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატებიდან, მხოლოდ მას აქვს ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის გეგმა. თუმცა, მას გეგმის ყველა დეტალზე არ უსაუბრია.

banner
წინა სტატიაში6 თვეში სამინისტროებში 5 477 391 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი და პრემიაა გაცემული
შემდეგი სტატია„გოიმებისა“ და „სვეტების“ ომი „ოცნებაში“