„გოიმებისა“ და „სვეტების“ ომი „ოცნებაში“

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

"ქართულ ოცნებაში" ახალი სახეების ძებნა უკვე დაიწყეს. "რა? სად? როდის?" კლუბის წევრების 20 კაციან შემადგენლობას პარტიაში ცოტა ხნის წინ უმასპინძლეს. მოაზროვნეები პოლიტიკურ აქტივობაში ჩართვას ამ ეტაპზე უარყოფენ, თუმცა სამომვლოდ არ გამორიცხავენ, რომ კლუბის რომლიმე წევრმა გადაწყვტილბა შეცვალოს. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს. დასახელდა კონკრეტული თვეც, სექტემბერი. ერთ–ერთი ვერსიით, იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნოდ მოაზროვნეები პარტიის სახეები გახდებიან სანაცვლოდ გიორგი მოსიძემ დეპუტატის სავარძელი მოითხოვა. დათანხმდებიან თუ არა ქართულ ოცნებაში გიორგი მოსიძის დეპუტატობას ამ ეტაპზე უცნობია. სავარაუდოდ კონსულტაციები მმართველ გუნდში ისევ გაიმართება. შეხვედრების ერთ-ერთი მონაწილე, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების კონკრეტულ თარიღზე არ საუბრობს, თუმცა ადასტურებს, რომ შეკითხვები ამ საკითზზე "ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარე შეხვდრებზე ხშირად ისმება.დიდი პოლიტიკური ინტრიგები კოალიციაში

 

შეწყალების სკანდალად მონათლული არეულობა, როგორც პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, ასე მარტივად არ დამთავრდება და საქმე შესაძლოა, დიდ დაჭერებამდეც მივიდეს, თუმცა კერძო საუბრებში არავინ აკონკრეტებს, ვის მოუწევს  გისოსებს მიღმა „გასეირნება“. ისე, ერთი შეხედვით, მომხდარზე თითქმის ყველაფერი ითქვა, მაგრამ „თაიმერის“ ინფორმატორები სკანდალის პოლიტკურ რაკურსზე ლაპარაკობენ და კერძო საუბროს დროს არ გამორიცხავენ, რომ ეს ყველაფერი „ოცნების“ გარკვეულმა ჯგუფმა შესაძლოა, ყოფილი პრემიერის კარზე საკუთარ გავლენის გასაძლიერებლად გამოიყენოს.

 

„იცით, როგორი სიტუაციაა? – აი, ერთმანეთს „გოიმები“ და „სვეტები“ დაუპირისპირდნენ,“ – აღნიშნავს „თაიმერის“ ინკოგნიტო რესპოდენტი.

ჩვენს კითხვაზე, რას ნიშნავს „გოიმებისა და სვეტების დაპირიპისრება“, წყარო, ცოტა არ იყოს, ხატოვნად და სარკასტულად პასუხობს:

„ოცნება“ თავიდანვე დაყოფლი იყო „გოიმებად“ და „სვეტებად“, ანუ ბიძინასთან დაახლოებულები ბესელიას, კობახიძეს და კიდევ რამდენიმე ადამიანს თავიანთ ტოლად და სწორად არასოდეს განიხილავდნენ და არც მიიჩნევდნენ. მართალია, ამ ორივე კატეგორიას ივანიშვილთან თავისი ურთიერთობა ქონდა, მაგრამ ახლა გადაწყვიტეს, რომ „გოიმები“ საბოლოოდ „მიაჩმორონ“.

რასაკვრველია, ხელაღებით ვერ ვიტყვი, რომ „პატიმრების სკანდალი“ სწორედ „სვეტების“ აგორებულია, მაგრამ ათასი პროცენტით ვიცი, რომ ამ ამბავს ეს „სასტავი“ სათავისოდ გამოიყენებს და ბიძინას დაარწმუნებს, რომ ქალები უნდა ჩამოიცილოს,“ – გამოთქვამს „თაიმერთან“ საუბრის დროს თავის ვარაუდს ჩვენი წყარო, რომელიც „ოცნებისტად“ არ განიხილება, მაგრამ მმართველი გუნდის გარკვეულ ფრთასთან კონტაქტობს.

„თაიმერი“, ცხადია, „სვეტების“ ვინაობით დაინტერესდა, რაზეც წყაროსგან პირდაპირი პასუხი ვერ მიიღო, ანუ ჩვენმა მოსაუბრემ ამჯობინა, პასუხი შემოვლით გაეცა:

„ყურადღება თუ მიაქციეთ, პირველად საჯაროდ ვინ თქვა, რომ ქალბატონებმა პროკურატურას ჩვენება მისცეს? კი ბატონო, დავიჯერეთ, რომ ბესელიამაც და კობახიძემაც გამოძიებასთან თანამშრომლობა საკუთარი ნებით გადაწყვიტეს, მაგრამ ვიდრე ამის შესახებ თავად იტყოდნენ, მე თუ არ მეშლება, ამაზე განცხადება ბრიფინგზე გია ვოლსკიმ გააკეთა, რომელიც „ოცნებაში“ თავიდან ბოლომდე ივანიშვილის კაცია,“ – ამბობს ჩვენი წყარო, რომელიც მინიშნებას აკეთებს, რომ „ოცნების“ ფრაქციის ხელმძღვანელი, თავის მხრივ, მეგობრობს საზოგადოებისთვის ცნობად რამდენიმე სახესთან.

„ეს რამდენიმე სახე ყოფილი პრემიერის კარზე დიდი გავლენით სარგებლობს. ახლა საშუალება მიეცათ, რომ ეს გავლენა ერთპიროვნულად გაზარდონ და ხელიდან ამ შანს რატომ გაუშვებენ?!“ – კითხულობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ინკოგნიტო რესპოდენტი.

სხვათა შორის, „თაიმერმა“ გარკვეული მონიტორიგნი ჩაატარა და საზოგადოებისთვის ცნობად სახეებს, რომლებიც „ოცნების“ გულშემატკივრებად ითვლებიან, „შეწყალების  სკანდალზე“ ზერელე კომენტარიც არ გაუკეთებიათ.

ჩვენს ინფორმატორებს თუ დავუჯერებთ, ეს იმიტომ ხდება, რომ სიტუაცია ძალიან „აჭრილია“ და არავის უნდა, რომ თავი რამე გაუგებრობაში ამოყოს.

მე მითქვამს და დაიმახსოვრეთ: „შეწყალების სკანდალი“ ასე მარტივად არ დამთავრდება. შეიძლება, დროში გაიჭიმოს, მაგრამ ადრე თუ გვიან, ვინმეს პასუხიმსგებლობის საკითხი უეჭველი დადგება.

მაინც, არ მგონია, რომ ყველაფერი, რაც ხდება, არჩევნების წინა პერიოდს შემთხვევით დაემთხვა. კი ბატონო, ვთქვათ, პროკურატურამ და საგამოძიებო სამსახურებმა განაცხადეს, რომ არანაირ ქრთამის მიცმას ადგილი არ ქონია, მაგრამ ხალხში ეჭვი ხომ მაინც იარსებებს, თან ალეკო ელისაშვილი ის ტიპი არ არის, რომელსაც რამეს წამოაძახებენ.

ამას გარდა, ეჭქვეშ „ოცნების“ რიგითი წევრების რეპუტაცია კი არა, ვიცე-სპიკერის სახელი და ღირსება დადგა, რომელიც ამავდროულად, საჩხერის მაჟორიტარიც არის, ანუ ბიძინა ივაიშვილმა ეს ქალბატონო თავის დროზე, როგორც იტყვიან, თავის „სახე და ხატად“ წარუდგინა ხალხს და ახლა, რა გამოდის? – გამოძიება როგორც უნდა დამთავრდეს, ეჭვი მაინც იარსებებს, რომ აი, რაღაც მოხდაო,“ – ასე მსჯელობს „თაიმერის“ დაფარული წყარო, რომელიც თითქმის ათასპროცენტიანი გარანტიით ამბობს, რომ „ოცნების“ საპარლამენტო სია მაქსიმალურად გაიცხრილება და მის დაკომპლექტებაში თავის სიტყვას აუცილებლად იტყვიან ის ადამიანები, რომლებზეც ზემოთ ვსაუბრობდით.

იმას, რომ შექმნილ სიტუაციას ვიღაცები პოლიტიკური ინტრიგებისთვის გამოიყენებენ, „თაიმერს“ „ოცნებასთან“ დაახლოებულმა სხვა პერსონებმაც დაუდასტურეს, რაც ალბათ, ბუნებრივიც არის, რადგან ქართული ანდაზისა არ იყოს, არეულ წყალში თევზის დაჭერა ძალიან ადვილია.

banner
წინა სტატიაშიკლინტონმა ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის გეგმა გაასაჯაროვა
შემდეგი სტატიაგია ნიჟარაძე: ამაზე მძიმე თვე არასდროს მქონია და არც ამდენი ტკივილი მოუყენებია ვინმეს