კლინტონის შტაბმა დებატებში ტრამპის 58 ტყუილი დაითვალა

6დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო შტაბმა მათი კანდიდატისა და რესპუბლიკელი დონალდ ტრამის ტელედებატებში, რომლიც ორი დღის წინ გაიმართა, მილიარდელის მიერ 58 ნათქვამი ტყუილი დაითვალა.
“90 წუთიანი დებატებისას, რომლის დროსაც ტრამპი 46 წუთი საუბრობდა, მან 58-ჯერ მოიტყუა და ისაუბრა არასწორ ფაქტებსა და მისი ფანტაზიის ნაყოფებზე” – ნათქვამია განცხადებაში.

27 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპმა, “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მისი გამოსვლა დემოკრატ ჰილარი კლინტონთან ტელედებატებში, შესანიშნავი იყო.
თავისი სიტყვების დასამტკიცებლად მილიარდელმა მედიის გამოკითხვის შედეგები მოიყვანა. ჟურნალი Time-ის ცნობით, ამერიკელების 59% ტრამპს თვლის გამარჯვებულად, 41% დარწმუნებულია, რომ დებატებში უფრო დამაჯერებელი იყო ჰილარი კლინტონი. CNBC და Drudge Report-ის აზრით, ტრამპმა დებატებში ამერიკელების 61% და 80% მხარდამჭერა მიიღო.

ამასთანავე, ტრამპმა დაამატა, რომ “სიენენის” გამოკითხვის შედეგები არ უნახავს, რომლის მაყურებლები, ძირითადად, დემოკარტები არიან.
“სიენენის” მონაცემებით, ჰილარი კლინტონის გამოსვლა მაყურებლების 62%-ს მოეწონა, ტრამპის კი 27%-ს.
გუშინ გამართულ დებატებში, კანდიდატები ისეთ თემებს შეეხნენ, როგორიც არის ეროვნული ეკონომიკა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, უსაფრთხოება, იარაღი, აშშ-ს ატომური შეიარაღება და სხვა.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისირიის ოპოზიცია ალეპოში შეტევაზე გადავიდა
შემდეგი სტატია(video) უკრაინელმა ჟურნალისტმა კიმ კარდაშიანს უკანალზე აკოცა