სირიის ოპოზიცია ალეპოში შეტევაზე გადავიდა

სირიის ოპოზიცია ალეპოში შეტევაზე გადავიდა სირიაში მდგომარეობა დაიძაბა. ალეპოსა და ხამას პროვინციებში ოპოზიციის ნაწილებმა, ცეცხლის შეწყვეტის ერთკვირიანი ვადით ისარგებლეს, საბრძოლო მასალები მოიმარაგეს და ახალი ტერიტორიების დაკავების მიზნით შეტევაზე აქტიურად გადავიდნენ – ამის შესახებ სირიაში დისლოცირებული რუსული არმიის წარმომადგენლები აცხადებენ.

9
მათი მონაცემებით, ოპოზიციური ძალები პროვოკაციული დარტყმებისათვის ემზადებიან, მათ შორის ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად.

დღეს სირიის ეროვნულმა არმიამ ალეპოს ცენტრალური კვარტლის უპილოტოდან გადაღებული კადრები გაავრცელა – მათ კვარტალი ოპოზიციისგან გაანტავისუფლეს, რომელიც ამბოხებულების კონტროლ ქვეშ 2012 წლიდან იმყოფებოდა.
დღევანდელი ავიადარტყმების შედეგად ალეპოში ორი საავადმყოფო М1 და М10 სერიოზულად დაზიანდა – ისინი წყლის და კომუნიკაციის გარეშე დარჩნენ. დარტყმები დღეს დილით განხორციელდა.
М10 საავადმყოფოს ხელმძღვანელმა აბუ რაჯაბმა განაცხადა, რომ აღნიშნული გარემოებების გამო უკვე ორი პაციენტი დაიღუპა. მისი თქმით, ყველაზე მეტად დაზიანდა რეანიმაციის განყოფილება.

დილით, სირიელმა მფრინავებმა “კონცენტრირებული დარტყმები” განახორციელეს ალეპოსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, კერძოდ კი, ქალაქ ხუან ტუმანზე.

10

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ბაშარ ასადის სამთავრობო არმიამ ქალაქ ალეპოზე შეტევის ოპერაცია დაიწყო, კერძოდ კი, იმ რაიონებში, სადაც სირიელი ამბოხებულები არიან.
ასადის არმია ოთხი მიმართულებით მიემართება. ოპერაციას წინ, რამდენიმე დღის მანძილზე, საჰაერო დარტყმები უძღოდა, რომლის შედეგადაც 260 სამოქალაქო პირი დაიღუპა.
ალეპოში დაახლოებით ორი მილიონი ადამიანია დარჩენილი. ქალაქისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეუძლებელი გახდა.

banner
წინა სტატიაშილიტვადან ყოველ საათში 4-5 ადამიანი მიდის ემიგრაციაში
შემდეგი სტატიაკლინტონის შტაბმა დებატებში ტრამპის 58 ტყუილი დაითვალა