(video) უკრაინელმა ჟურნალისტმა კიმ კარდაშიანს უკანალზე აკოცა

პარიზში მაღალი მოდის კვირეულზე ჩასულ ამერიკელ ვარსკვლავს კიმ კარდაშიანს, უკრაინელი ჟურნალისტი უცენზუროდ მოექცა…
გავრცელებული ინფორმაციით, ჩვენების ადგილზე მიმავალ კიმ კარდაშიანს უკრაინელი ჟურნალისტი ვიტალი სედიუკი მიეპარა და უკანალზე აკოცა… ამერიკელი ვარსკვლავის მცველები მაშინვე ჩაერივნენ საქმეში და სკანდალური ჟურნალისტი გაარიდეს ტერიტორიას.
აღსანიშნავია, რომ სედიუკის მიერ ეს პირველი გამოხტომა არ გახლავთ კარდაშიანის მიმართ… ერთი წლით ადრე, ის, ასევე პარიზში, შეეცადა მიწაზე დაეცა მანქანიდან გამომავალი კიმ კარდაშიანი.
უკრაინელი ჟურნალისტი სხვადასხვა ქვეყანაში, ვარსკვლავების მიმართ მსგავსი პრანკსტერიზმის გამო ბევრჯერ არის დაჯარიმებული, ხოლო აშშ-ში მას 2014 წელს ბრეტ პიტზე თავდასხმის გამო 3 წელი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს.
(ვიდეო)

https://youtu.be/XMHtYel-UZk

banner
წინა სტატიაშიკლინტონის შტაბმა დებატებში ტრამპის 58 ტყუილი დაითვალა
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭს აღარ იყრის