კლიჩკოს ხალხმა რადას დეპუტატი სასტიკად სცემა

უკრაინული მედია, დედაქალაქის დეპუტატზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კიევში უკრაინის პარლამენტის უფრაქციო დეპუტატი იური ლევჩენკო სასტიკად სცემეს.
ინციდენტი პოლოვეცკაიას ქუჩაზე, მოხდა, სადაც უკრაინის რადას დეპუტატი, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად უკანონო მშენებლობას აპროტესტებდა…
,,კლიჩკოს (საუბარია კიევის მერზე – რედ.) დაქირავებულმა ხალხმა, სასტიკად (გონების დაკარგვამდე) სცემა იური ლევჩენკო. რამდენჯერმე თვალშიც შეასხურეს გაზის ბალონიდან რაღაც აირი და ეჭვი მაქვს თვალები დამწვარი აქვს… ახლახან მივიყვანე საავადმყოფოში,, აცხადებს კიევის საქალაქო რადის დეპუტატი სვიატოსლავ კუტნიაკი და ფეისბუქის გვერდზე ფოტოებსაც აქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან და ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
შემდეგი სტატიასაშინელი სნახაობა: მდინარესთან, 26 მოჭრილი ხელის მტევანი აღმოაჩინეს