საშინელი სნახაობა: მდინარესთან, 26 მოჭრილი ხელის მტევანი აღმოაჩინეს

რუსული ,,ნეიშენ ნიუსის,, ცნობით, 8 მარტს ხაბაროვსკის მცხოვრებლებმა მდინარე ამურის სანაპიროზე ადამიანი სხეულის ნაწილი, კონკრეტულად ხელის მტევანი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც პოლიციას დაუკავშირდნენ. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა იქვე ტომარა აღმოაჩინეს, რომელშიც კიდევ 25, მოჭრილი ხელის მტევანი იყო მოთავსებული.
პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ხელის მტევნები რაიონის მორგის არაკეთილსინდისიერი თანამშრომლების მიერ იყოს გადაყრილი. როგორც ერთ-ერთმა სამართალდამცავა გამოცემას განუცხადა, გარდაცვლილებს, რომელთა ამოცნობა ვერ მოხერხდა, ხელის მტევნებს აჭრიან, რომელსაც დაქტილოსკოპიისთვის ინახავენ და ისე მარხავენ… ,,ხოლო ხელის მტევნები, გარკვეული პერიოდის შემდეგ, სპეციალურ უტილიზაციას ექვემდებარება, რაც შრომატევადი და ხარჯიანი საქმეა, ამიტომაც, შესაძლებელია, რომ მორგის თანამშრომელმა ისინი უბრალოდ ტომარაში ჩაყარა და მდინარეში გადააგდო,, აცხადებენ რუსი სამართალდამცავები.

banner
წინა სტატიაშიკლიჩკოს ხალხმა რადას დეპუტატი სასტიკად სცემა
შემდეგი სტატიაპატრიარქი: მე ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას