პრეზიდენტმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან და ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

“კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ყველა ამ შეხვედრაზე ჩვენ ვსაუბრობთ იმ სტრატეგიული პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 2012 წლიდან. ეს არის სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა.

მე ამ წლების განმავლობაში არ მინახავს ვითარება, სადაც ვინმეს კითხვის ნიშანი დაესვა, რომ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არ ვითარდება სწორად, ან რომ ამ პოლიტიკის შორს მიმავალი შედეგი არ დადგება. ეს პოლიტიკა 2013 წელს პარლამენტის დეკლარაციის მიხედვითაა მიღებული და ჩვენ ვმუშაობთ ამ პოლიტიკის ფარგლებში”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/PresidentMargvelashvili/videos/912643468903927/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმესა და რეზოლუციის შინაარსზე განმარტება ამერიკის ელჩმა გააკეთა
შემდეგი სტატიაკლიჩკოს ხალხმა რადას დეპუტატი სასტიკად სცემა