კიმ ჩენ ინი ხვალ რუსეთში ჩავა

ჩრდილოეთკორეელი ლიდერი კიმ ჩენ ინი ხვალ ბრონირებული მატარებლით რუსეთის სასაზღვრო სადგურ “ჰასანში” ჩავა – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. “მცირეოდენი შესვენების შემდეგ მატარებელი ვლადივასტოკში გაემგზავრება” – “ინტერფაქსი” წერს.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა, სავარაუდოდ, 24-25 აპრილს გაიმართება.
სასაზღვრო სადგურ “ჰასანში” რუსულ-კორეული მეგობრობის სახლი მდებარეობს, რომელსაც “კიმ ირ სენის სახლს” ეძახიან. ის ჩრდილოეთკორეელი ლიდერის ვიზიტისას, 1986 წელს ააშენეს.
პუტინისა და კიმის შეხვედრა რვა წლის მანძილზე პირველად ხდება. 2011 წელს კიმ ჩენ ინი რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შეხვდა.

banner
წინა სტატიაში„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ – გლდანში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა
შემდეგი სტატიაკონსერვატიული პარტიის დეპუტატები ტერეზა მეის გადაყენებას ივნისის ბოლოსთვის გეგმავენ