კონსერვატიული პარტიის დეპუტატები ტერეზა მეის გადაყენებას ივნისის ბოლოსთვის გეგმავენ

კონსერვატიული პარტიის დეპუტატები ტერეზა მეის გადაყენებას ივნისის ბოლოსთვის გეგმავენ. თვითონ ბრიტანეთის პრემიერმა გადადგომის პირობა დადო იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი “ბრექსიტის” შესახებ შეთანხმებას, რომელიც მეიმ ბრიუსელთან დადო, მიიღებს. დეპუტატებს სურთ, რომ მეიმ პოსტიდან წასვლის ზუსტი დრო დაასახელოს. ისინი თვლიან, რომ გაურკვევლობა ცუდად იმოქმედებს ევროპარლამენტის არჩევნებზე, რომელიც მაისში გაიმართება.
კონსერვატიულ პარტიას უნდობლობის ვოტუმის შესახებ კენჭისყრის მოთხოვნა არ შეუძლია, რადგანაც ის 2018 წლის დეკემბერში უკვე იყო და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შეიძლება განმეორდეს.

სავარაუდოდ, კონსერვატორები საგანგებო სხდომას მოიწვევენ, რომ პარტიის შიდა საკითხების განხილვასთან ერთად ტერეზა მეის მოუწოდონ, რომ მან დაუყოვნებლივ დატოვოს პოსტი.
10 აპრილს ევროკავშირმა “ბრექსიტი” 2019 წლის 31 ოქტომბრამდე გადადო.

banner
წინა სტატიაშიკიმ ჩენ ინი ხვალ რუსეთში ჩავა
შემდეგი სტატიაორბანი იმედოვნებს, რომ პრეზედენტ ზელენკისთან უკრაინასთან ურთიერთობას გააღრმავებს