კიევში, სადგურის მოედანზე უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს

კიევში, სადგურის მოედანზე უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. დაჭრილია სამი ადამინი. ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის პოლიციის სპიკერი ოქსანა ბლიშიკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ცნობით, რკინიგზის სადგურთან კონფლიქტის შედეგად ორმა უცნობმა პირმა ტრავმატული იარაღიდან სამი მამაკაცი დაჭრა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, თავდამსხმელები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სადგურის მოედანზე საპატრულო პოლიცია და საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი მუშაობს. მიმდინარეობს თავდამსხმელების ძებნა და თვითმხილველების დაკითხვა.

 

წყარო 1tv.ge

banner
წინა სტატიაშიუშბაზე დაკარგული გერმანელი მამა-შვილის სამძებრო სამუშაოები გრძელდება
შემდეგი სტატიათურქეთში 35 ჟურნალისტი დააკავეს