თურქეთში 35 ჟურნალისტი დააკავეს

თურქეთში 35 ჟურნალისტი დააკავეს. ისინი რელიგიური მქადაგებლის ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობასთან კავშირში არიან ბრალდებულები. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ჟურნალისტები კავშირის სპეციალურ პროგრამას ByLock-ს იყენებდნენ. ამავე პროგრამას იყენებენ გიულენის მომხრეებიც.

დაკავებული ჟურნალისტების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

2016 წელს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი. თურქეთის ხელისუფლება ამბოხების ავტორად აშშ-ში მცხოვრებ რელიგიურ მქადაგებელს ფეთჰულაჰ გიულენს ასახელებს. თავის მხრივ, გიულენი ბრალდებას უარყოფს.

banner
წინა სტატიაშიკიევში, სადგურის მოედანზე უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს
შემდეგი სტატიაქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს საქართველოში 6 თვით ჩამოაბრძანებენ