უშბაზე დაკარგული გერმანელი მამა-შვილის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

მესტიის გამგებლის, კახა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, უშბაზე დაკარგული გერმანელი ტურისტების სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
როგორც კახა ჟორჟოლიანმა განაცხადანმ დროისთვის უშბაზე დაკარგული გერმანელი მამა-შვილის შესახებ ახალი არაფერია ცნობილი. ისინი კონტაქტზე არ გამოსულან, არც მათი რაიმე ნივთია ნაპოვნი.

”სამწუხაროდ, ახალი არაფერია ცნობილი. ჯერჯერობით ისევ ისეთი მდგომარეობაა. უშბაზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება”, – განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა.

სამაშველო სამსახურებთან ერთად, მოსახლეობა – ხუთი თემი ეძებს სვანეთში, მდინარე ენგურში გადავარდნილ 40 წლის მამაკაცს, რომელიც მდინარეში გადავარდნილი მანქანის მძღოლია.

კახა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მანქანა მდინარიდან ორი დღის წინ ამოიყვანეს, თუმცა მამაკაცი ნაპოვნი ჯერ არ არის.

უშგულიდან მიმავალი ავტომობილი მდინარეში 6 აგვისტოს გადავარდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. უშბაზე დაკარგული გერმანელი ტურისტები კი კავშირზე 1-ელი აგვისტოდან არ გამოსულან.

banner
წინა სტატიაში”ტავ ჯორჯია” – ამ ეტაპზე ყველა ავიაკომპანია რეისებს შეფერხებისა და დაგვიანების გარეშე ასრულებს
შემდეგი სტატიაკიევში, სადგურის მოედანზე უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს