კიევში ძირძველი ხალხების შესახებ კანონი მიიღეს-პუტინმა მას რუსების წინააღმდეგ “მასობრივი განადგურების იარაღი” უწოდა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში ძირძველი ხალხების შესახებ კანონი მიიღო, რომლის ავტორი პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკია. ამ კანონპროექტს მკაცრად აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლება, აღშფოთებული იმით, რომ ძირძველ ხალხებში რუსები ვერ მოხვდნენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმის პუტინმა არა ერთხელ ისაუბრა, სახელმწიფო დუმამ კი სპეციალური განცხადებაც გაავრცელა. ოფიციალური კიევის მტკიცებით, კანონი საერთაშირისო ნორმების დაცვით არის მიღებული.

კანონი ეხება უკრაინის ძირძველ მოსახლეობას, იმ ეთნიკურ ერთეულებს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდნენ, აქვთ საკუთარი ენა, კულტურა და ტრადიცია და არ აქვთ “დედა” სახელმწიფო, რომელიც ქვეყნის გარეთ მდებარეობს.
ამ კრიტერიუმებს, როგორც კანონმდებლებმა ჩამოაყალიბეს, აკმაყოფილებენ ყირიმელი თათრები, მცირერიცხოვანი ყირიმელი კაიმარები და ყირიმელები, ისინი სულ 2 ათასი არიან.

კანონპროექტის რადაში გაგზავნას ოფიციალური მოსკოვის მხრიდან მკაცრი შეფასებები მოყვა. შემდეგ ვლადიმირ პუტინმა “რასია 1”-სთვის მიცემულ ინტერვიუში კანონპროექტი მესამე რაიხის კანონებს შეადარა და იქვე ზელენსკის ებრაული ფესვები გაიხსენა. მან თქვა, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ მილიონობით რუსი იძულებული გახდება უკრაინა დატოვოს ან “უკრაინელად გადაეწეროს”.

მიმდინარე კვირასაც შეეხო პუტინი აღნიშნულ კანონს. მან თქვა, რომ “რუსები უკრაინის ტერიტორიაზე საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ და ახლა მათ არაძირძველ მოსახლეობას უწოდებენ…. ეს გავს რომელიმე მასობრივი განადგურების იარაღს, ეს სერიოზული საქმეა” – თქვა ვლადიმირ პუტინმა.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვი მინსკს ეკონომიკურ დახმარებას დაპირდა
შემდეგი სტატია28 წლის წინ, დღევანდელ დღეს საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დღე გათენდა