მოსკოვი მინსკს ეკონომიკურ დახმარებას დაპირდა

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მოსკოვი მინსკს ეკონომიკურ დახმარებას დაჰპირდა ევროკავშირის სანქციების ფონზე. ლუკაშენკომ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბელორუსისა და რუსეთის რეგიონების VIII ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. მანამდე კი პრეზიდენტები ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ, რომლის დროსაც მხარეებმა “გაააქტიურეს” რამდენიმე “ეკონომიკური საკითხი”. რა ტიპის ფინანსურ დახმარებაზეა საუბარი, ან რა მოცულობის იქნება ის, ლუკაშენკოს არ დაუკონკრეტებია.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა ბელორუსს 24 ივნისს სანქციები დაუწესა. აკრძალვა ათობით კერძო პირს და სახელმწიფო ორგანიზაციას შეეხო. მინსკს სანქციები დაუწესეს ასევე აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა.
სანქციების პასუხად, 28 ივნისს ლუკაშენკომ ევროკავშირის ინიციატივა “აღმოსავლეთ პარტნიორობა” დატოვა.

banner
წინა სტატიაშიადამიანებს, რომლებსაც სურთ, აღიარებული იყვნენ საზოგადოების ნაწილად, სურთ აღიარებული იყვნენ საქართველოს ერის ნაწილად
შემდეგი სტატიაკიევში ძირძველი ხალხების შესახებ კანონი მიიღეს-პუტინმა მას რუსების წინააღმდეგ “მასობრივი განადგურების იარაღი” უწოდა