კიევის ოლქში ოკუპანტების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა 1314-მდე გაიზარდა – უკრაინული მხარე

3 ივნისის მდგომარეობით კიევის ოლქში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულია საერთო ჯამში 1314 ადგილობრივი. ინფორმაციას კიევის ოლქის პოლიციის უფროსმა ანდრეი ნებიტოვი ავრცელებს.

„რუსმა აგრესორებმა კიევის ოლქში 1314 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, აღმოჩენილია მათი ცხედრები. მათ საერთო არაფერი ჰქონდათ სამხედრო ფორმირებებთან. ისინი შეუიარაღებელი, ჩვეულებრივი მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ“, – აცხადებს ნებიტოვი.

ნებიტოვის თქმით, „ასეთი საშინელი აღმოჩენები“ გრძელდება.

„1982 წელს დაბადებული ადგილობრივი მაცხოვრებლის ცხედარი 2 ივნისს ბოროდიანკას მახლობლად იქნა აღმოჩენილი. დადგენილია, რომ მას რუსმა სნაიპერმა მაშინ ესროლა, როცა მამაკაცი მანქანიდან საკვების გადმოტანას ცდილობდა“, – დასძინა ნებიტოვმა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ნიკოლოზი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნის მიზანი შესაძლოა, პროცესის გაჭიანურება იყოს – ალასანია