მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნის მიზანი შესაძლოა, პროცესის გაჭიანურება იყოს – ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას შეფასებით, სააკაშვილთან დაკავშირებით ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნის მიზანი შესაძლოა, პროცესის გაჭიანურება იყოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი ნამდვილად ცუდად გრძნობს თავს და „დასაკარგი დრო არ არის“.

„ის, რომ პროცესის გაჭიანურება სურთ, ჩემთვის უკვე დიდი ხანია ნათელია, მაგრამ ამ შემთხვევაში, არ შეიძლება, დაუშვებელია იმიტომ, რომ ჩვენ დრო არ გვაქვს, სულ ამას ვიმეორებ. სწრაფად უნდა მოხდეს ყველაფერი იმიტომ, რომ ადამიანი მართლა ავად არის, მართლა პრობლემა აქვს და არ ვიცი, რას ემსახურება ეს გაჭიანურება. ალბათ, სჯობს, რომ გაერთიანებული ექსპერტიზა ჩატარდეს”,-განაცხადა ალასანიამ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ადვოკატის განცხადების საფუძველზე და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში” მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამატებით ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიკიევის ოლქში ოკუპანტების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა 1314-მდე გაიზარდა – უკრაინული მხარე
შემდეგი სტატიაუკრაინის ეროვნულმა გვარდიამ ლუგანსკის ოლქში ოკუპანტები და მათი საბრძოლო მასალის საცავები გაანადგურა