მეუფე ნიკოლოზი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება.

მან ისაუბრა ანგარიშის იმ ნაწილზე, სადაც პანდემიის პირობებში სასულიერო პირების პრივილეგიებზეა საუბარი და აღნიშნა, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

“მართლმადიდებლური ეკლესიას, ყველა ეკლესიას ცალ-ცალკე რომ ეწერა, ყველა ტაძარს და სამრევლოს, ნუ ძალიან ბევრი განცხადება გამოვიდოდა და ამიტომ რაოდენობის გამო, ჩვენი ეკლესიისთვის სხვა ტიპის შეღავათი გაკეთდა და სხვადასხვა აღმსარებლობისთვის, იმ დაწერილი ანკეტის საფუძველზე სხვა შეღავათები კეთდებოდა. პრობლემას ვერ ვხედავ…”, – თქვა მეუფემ.

რაც შეეხება სუს-ის მხრიდან ფარული მოსმენების საკითხს, მან აღნიშნა, რომ ყველამ, ვინც ამას აკეთებს, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.

“ვინც უკანონოდ ისმენს, სავარაუდოდ, არამარტო სუს-ი, უკანონო მოსმენა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაა და ვინც ამას აკეთებს, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ამილახვარი და თამარ ტალიაშვილი ბათუმში საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესებს გაეცნენ
შემდეგი სტატიაკიევის ოლქში ოკუპანტების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა 1314-მდე გაიზარდა – უკრაინული მხარე