“ყვითელი ჟილეტების” პროტესტი საფრანგეთის შემდეგ ბელგიასა და ნიდერლანდებშიც დაიწყო

“ყვითელი ჟილეტების” პროტესტი საფრანგეთის შემდეგ ბელგიასა და ნიდერლანდებშიც დაიწყო . ბრიუსელში მინიმუმ 70 ადამიანი დაიჭირეს, რაც “პრევენციული ზომა იყო” – სამართალდამცველებმა განაცხადეს. ბრიუსელში გამართულ საპროტესტო აქციაზე “ყვითელი ჟილეტების” რამდენიმე ასეულმა აქტივისტმა მიიღო მონაწილეობა. ამავე დროს, დემონისტრაცია მშვიდობიანად მიდიოდა, თუმცა, მან ტრანსპორტის გადაადგილებას შეუშალა ხელი. ქვეყნის აღმოსაველთით Е40 გზაზე, რომელიც საფრანგეთში მიდის, დემონსტრანტებმა გზა გადაკეთეს.
“ყვითელი ჟილეტების” ნიდერლანდებში გამართულ აქციაზეც ასობით ადამიანი გამოვიდა. ისინი საავტომობილო საწვავზე ფასის ზრდას აპროტესტებენ.

დღეს საფრანგეთში “ყვითელი ჟილეტების” აქციაზე თითქმის 1400 აქტივისტი დააკავეს, მათგან 970 – პარიზში – საფრანგეთის შსს-მ გაავრცელა. ასევე, 118 დემონსტრანტი და 17 პოლიციელი დაშავდა. ქვეყნის მასშტაბით სულ 15 ათასამდე ადამიანი გამოვიდა აქციაზე, რომელიც უკვე რამდენიმე შაბათ-კვირაა გრძელდება. პოლიციამ პროტესტანტების წინააღმდეგ გაზი გამოიყენა.

banner
წინა სტატიაშიტრამპი ევროპის კრიტიკით გამოდის
შემდეგი სტატიაიაპონია უცხოელ მუშახელს მიიღებს