ტრამპი ევროპის კრიტიკით გამოდის

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა ევროპა ხელახლა გააკრიტიკა. მან გერმანია შეიარაღებისთვის არასაკმარისი ხარჯების გაწევაში დაადანაშაულა. ამავე დროს, მან სადაო ისტორიული პარალელები მოიყვანა მაგალითად. “ევროპული არმიის შექმნის იდეამ თავის დროზე პირველი და მეორე მსფოლიო ომის დროს საჭიროდ ვერ იმუშავა” – დაწერა მან შაბათს, 8 დეკემბერს საკუთარ “ტვიტერ”-ზე, ამავე დროს, მას არ განუმარტავს, რას გულისხმობდა – “დოიჩე ველე” წერს.
ტრამპის თქმით, შეერთებული შტატები ყოველთვის უჭერდნენ მხარს ევროპელებს და მომავალშიც დაუჭერენ,. “ყველაფერი, რასაც ჩვენ ვითხოვთ – ეს არის ნატოში გადასახადის გადახდა. გერმანია ერთ პროცენტს იხდის მაშინ, როცა აშშ 4,3 პროცენტს მასზე ბევრად მეტი მშპ-დან იმისათვის, რომ ევროპა დაიცვას” – დაწერა ტრამპმა მორიგ “ტვიტში”.
ნატო თავისი წევრი ქვეყნებიდან მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის გადახდას ითხოვს. ამას ალიანსის 27 წევრი ქვეყნიდან ნახევარიც არ აკეთებს. გერმანია მიმდინარე მომენტში მშპ-ს 1,14 %-ს იხდის.

გერმანიის გარდა, ტრამპმა საფრანგეთიც გააკრიტიკა – იქ მიმდინარე საპროტესტო აქციები პარიზში კლიმატის დაცვის გლობალურ შეთანხმებასთან დააკავშირა. “პარიზის შეთანხმება საკმარისაც კარგად არ მუშაობს პარიზისთვის. მთელს საფრანგეთში პროტესტი და არეულობებია. ადამიანებს დიდი ფულის გადახდა არ უნდათ, მეტწილად, მესამე ქვეყნებისთვის, რომ გარემო დაიცვან” – დაწერა ამერიკის ლიდერმა და დაამატა, რომ ფრანგებს დონალდ ტრამპი სურთ პრეზიდენტად. “მიყვარს საფრანგეთი” – დაამატა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი არველაძეს: არასდროს არ გვყოლია ასეთი მაგარი ახალგაზრდობა, როგორც ახლა
შემდეგი სტატია“ყვითელი ჟილეტების” პროტესტი საფრანგეთის შემდეგ ბელგიასა და ნიდერლანდებშიც დაიწყო