იაპონია უცხოელ მუშახელს მიიღებს

იაპონიის პარლამენტმა აკრძალვა გააუქმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოქმედებდა და რომლის თანახმადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს იაპონიაში მუშაობა არ შეეძლო – შაბათს Japan Times-მა გაავრცელა. იაპონია მომდევნო ხუთი წლის მანძილზე 340 ათასი მუშახელის მოზიდვას აპირებს. მათ უნდა იცოდნენ იაპონური ენა. უხცოელების შრომას 14 სექტორში გამოიყენებენ, მათ შორის – სოფლის მეურნეობა, მოხუცთა მოვლა, გემთმშენებლობა, მშენებლობა და სხვა. უცხოელებს, რომელთაც კონტრაქტი გაუფორმდებათ, საკუთარი ოჯახის წაყვანის უფლება არ ექნებათ.

მთავრობამ გადაწყვეტილება მუშახელის უკმარისობის გამო მიიღო. დღემდე იაპოპიაში სამუშაოდ წასვლა მხოლოდ პედაგოგებს, მუსიკოსებს, მწვრთნელებს შეეძლოთ.

banner
წინა სტატიაში“ყვითელი ჟილეტების” პროტესტი საფრანგეთის შემდეგ ბელგიასა და ნიდერლანდებშიც დაიწყო
შემდეგი სტატიასაფრანგეთში პოლიციამ მოზარდები დააჩოქა და შემდეგ დააკავა (ვიდეო)