ყველა უნდა გადარჩეს – უკრაინის ხელისუფლება “აზოვსტალიდან” დაჭრილი ჯარისკაცებისა და ექიმების გამოყვანაზე მუშაობს

უკრაინის ხელისუფლება მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან დაჭრილი ჯარისკაცებისა და ექიმების გამოყვანის პროცედურაზე მუშაობს – წერს უკრაინული მედია უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდლობის განცხადებაზე დაყრდნობით, რომელშიც ვკითხულობთ:

„უკრაინის პრეზიდენტი პირადად და ყველა სახელმწიფო ლიდერი ცდილობს მოძებნოს აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესაძლებლობა და გააგრძელოს მუშაობა დაჭრილი ჯარისკაცების, მედიკოსებისა და სამხედროებისთვის „გამოყვანის“ პროცედურის გამოყენებაზე, მათ შორის, მსოფლიო საზოგადოების დახმარებით.” – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ამჟამად ქალაქს იცავს:

“აზოვის” პოლკი;
უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 ბრიგადა;
36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადა;
მესაზღვრეები;
პოლიცია;
მოხალისეები;

“ისინი ყველანი გმირები არიან. ყველა უნდა გადარჩეს და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც უნდა გადაიჭრას არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ საერთაშორისო დონეზეც!”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ეროვნული გვარდიის განცხადებით, აქტიური საომარი მოქმედებების პირობებში მათ არ აქვთ უფლება გაამჟღავნონ სამხედრო და ჰუმანიტარული ოპერაციების დეტალები და პირობას დებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების გადასარჩენად.

banner
წინა სტატიაში„აზოვსტალის“ ქარხანაში 1000-ზე მეტი ჯარისკაცი რჩება – ვერეშჩუკი
შემდეგი სტატიაგიორგი ხოჯევანიშვილი – შემდეგ კვირაში მივემგზავრებით ბრიუსელში ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღებ პოლიტიკოსებთან შესახვედრად, იმისთვის, რომ იყოს მხარდაჭერა განაცხადის და წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და შემდგომში კი სრულ ინტეგრაციაზე