„აზოვსტალის“ ქარხანაში 1000-ზე მეტი ჯარისკაცი რჩება – ვერეშჩუკი

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ „აზოვსტალის“ ქარხანაში, რომელსაც რუსული ჯარები შტურმით უტევს, 1000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი იმყოფება.

„1000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი, მათ შორის ასობით დაჭრილი, ჯერ კიდევ იმყოფება „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში, რომელიც ალყაშია მოქცეული რუსული ჯარების მიერ.

მისი თქმით, ისინი რჩებიან უზარმაზარი მეტალურგიული კომპლექსის მიწისქვეშა გვირაბებში.

„არიან მძიმედ დაჭრილები, რომლებსაც სასწრაფო ევაკუაცია სჭირდებათ“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიევროპამ წარსულის შეცდომებზე უნდა ისწავლოს და დარწმუნდეს, რომ არც ერთი მხარე არ იქნება დამცირებული, როცა რუსეთი და უკრაინა მშვიდობისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებენ – მაკრონი
შემდეგი სტატიაყველა უნდა გადარჩეს – უკრაინის ხელისუფლება “აზოვსტალიდან” დაჭრილი ჯარისკაცებისა და ექიმების გამოყვანაზე მუშაობს