გიორგი ხოჯევანიშვილი – შემდეგ კვირაში მივემგზავრებით ბრიუსელში ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღებ პოლიტიკოსებთან შესახვედრად, იმისთვის, რომ იყოს მხარდაჭერა განაცხადის და წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და შემდგომში კი სრულ ინტეგრაციაზე

ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა და დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ქვეყანას აქვს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის შესაძლებლობა, ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეულმა პოლიტიკოსმა თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს და ყველა ერთად დადგეს, ვინაიდან წყდება ქვეყნის მომავალი.

“მინდა ყურადღება გავამახვილო საქართველოსთვის ყველაზე აქტუალურ საკითხზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისათვის. იმედი მაქვს, თუმცა დარწმუნებული არ ვარ ჩემი კოლეგები, როგორც უმრავლესობიდან ისე უმცირესობიდან, ბოლომდე ათვითცნობიერებდნენ თუ რამხელა შესაძლებლობის ფანჯარაა გახსნილი დღეს საქართველოსთვის. ახლა ჩვენს ქვეყანას აქვს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის ისეთი შესაძლებლობა, რომელიც არ ჰქონია ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ამ შანსის განიავების შემთხვევაში კიდევ რამდენი ათწლეული აღარ იქნება ასეთი შესაძლებლობა არავინ იცის. ახლა მნიშვნელობა არ აქვს რითი განვსხვავდებით ერთმანეთისგან, მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის დღეს ხელისუფლებაში და ვინ წარმოადგენს ოპოზიციას – დღეს მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ და ყველა ერთად დავდგეთ, ვინაიდან წყდება ჩვენი ქვეყნის მომავალი. თითოეული ჩვენგანი მართალი უნდა ვიყოთ საკუთარ შვილებთან რომელთა მომავალიც დღეს უდაოდ ჩვენს ხელშია.
შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ევროკავშირისა და ნატოს სრულყოფილი წევრობა უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების გრძელვადიან დაცვას. კოლეგებო ხალხს პოლიტიკოსისგან არ აინტერესებს რაიმე საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ექსპერტული ნარატივი, აქ მნიშვნელოვანია მოქმედების რა გზებს ვთავაზობთ და რა გამოსავალს ვთავაზობთ საკითხებთან მიმართებაში. ჩვენმა გუნდმა არაერთხელ გააჟღერა სხვადასხვა კონკრეტული ნაბიჯები, თუ რა არის საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია მოხდეს ევროსტრუქტურებში და ახლაც ვაფიქსირებ, რომ ჩვენი გუნდი მზად არის ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით ითანამშრომლოს როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ ჯგუფებთან და აქვე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან აღნიშნულ საკითხებზე და ამის დასტურია ის ინფორმაცია, რომელიც ახლა უნდა მოგაწოდოთ, ჩვენი საპარლამენტო გუნდი შემდეგ კვირაში მიემგზავრება ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან და ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღებ პოლიტიკოსებთან შესახვედრად, იმისთვის, რომ იყოს სრული და აქტიური მხარდაჭერა პირველ რიგში განაცხადის და წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და შემდგომში კი სრულ ინტეგრაციაზე. ამიტომ მინდა იცოდეთ, რომ თქვენ მოგწონთ თუ არ მოგწონთ ჩვენ მაინც აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ და ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაზე აქტიურად ვემუშაოთ საქართველოს მხარდამჭერებს” – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

Show original message
ხოჯევანიშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში დასრულდეს ყველა ის პროცესი, რომელიც რაიმე ფორმით დღის წესრიგიდან აქრობს ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელ უმთავრეს საკითხს.
“დღეს, ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია და საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი უნდობლობაა პოლიტიკური პროცესების მიმართ. დღეს რა პროცესებთან დაკავშირებითაც არ უნდა მოუწიოს ქვეყანას პოზიციონირება ოცნებას აქვს მხოლოდ ერთი გეგმა – ეს ყველაფერი დაიყვანოს ნაციონალურ მოძრაობასთან დაპირისპირებამდე და ზუსტად ანალოგიური სცენარით მოქმედებს ნაციონალური მოძრაობაც მთავარია ოცნებას დაუპირისპირდეს. ეს კი უბრალოდ სირცხვილია და ხალხი დაღლილია მსგავსი გაუთავებელი კინკლაობის ყურებით. ამიტომ ის მაღალი პოლარიზაციის ხარისხი, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს უნდა დასრულდეს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ყველა ის პროცესი, რომელიც რაიმე ფორმით დღის წესრიგიდან აქრობს ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელ უმთავრეს საკითხს.
ჩვენმა სახელმწიფომ თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და მშვიდობის ფასი არაერთხელ გაიღო და ახლა მნიშვნელოვანია ვიაროთ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, რათა ჩვენი ტრადიციებით შევძლოთ სრულფასოვანი ევროინტეგრაცია” – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა

banner
წინა სტატიაშიყველა უნდა გადარჩეს – უკრაინის ხელისუფლება “აზოვსტალიდან” დაჭრილი ჯარისკაცებისა და ექიმების გამოყვანაზე მუშაობს
შემდეგი სტატიაგაერო-ს ინფორმაციით, უკრაინის შიგნით 8 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იძულებით გადაადგილებულია