ხაშოგის მკვლელობის კვალის დასაფარავად საკონსულოში მისული იყვნენ ქიმიკოსი და ტოქსიკოლოგი

ჯამალ ხაშოგის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში საუდის არაბეთის საკონსულოში სტამბოლში საუდის არაბეთმა 11 კაციანი ჯგუფი გამოუშვა, რომელთაც მკვლელობის კვალის დაფარვა ევალებოდათ -ამის შესახებ თურქეთის მთავრობის წარმომადგენელმა “ბიბისის” განუცხადა.

მათი თქმით,ეს ფაქტი, იმაზე მიუთითებს, რომ საუდის არაბეთის ხელმძღვანელობამ მკვლელობის შესახებ იცოდა.
თურქული გამოცემა Sabah-ი წერს, რომ ერ-რიადიდან ჩამოსულ ჯგუფს შორის იყვნენ ქიმიკოსი და ტოქსიკოლოგი. გამოცემა მათ სახელებსაც ასაჯაროვებს – აჰმედ აბდულაზიზ ალ-ჯონაბი და ჰალედ იახია ალ-ზახრანი.
თურქეთი ირწმუნება, რომ ჯგუფის ამოცანა იყო მკვლელობის კვალის დაფარვა მანამდე, სანამ საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში თურქი გამომძიებლები შევიდოდნენ. თურქული გამოცემის ინფორმაციით, კვალის დამფარავები საკონსულოში 12-დან 17 ოქტომბრამდე ყოველ დღე მუშაობდნენ.

საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს მოკლეს. ერ-რიადი ფაქტს არ აღიარებდა დაახლოებით სამი კვირა. თურქული გამოცემები ირწმუნებიან, რომ მკვლელობის უკან სამეფო ოჯახთან ახლოს მყოფი პირი დგას.

banner
წინა სტატიაშიპარიზში 72 წლის ქალი დააკავეს, რომელსაც ბრალი ათასობით სათამაშოს მოპარვაში ედება
შემდეგი სტატიაირანსთვის აშშ-ს მკაცრი სანქციები ამოქმედდა