პარიზში 72 წლის ქალი დააკავეს, რომელსაც ბრალი ათასობით სათამაშოს მოპარვაში ედება

პარიზში 72 წლის ქალი დააკავეს, რომელსაც ბრალი ათასობით სათამაშოს მოპარვაში ედება. ის სათამაშოებს, შემდეგ ინტერნეტით ყიდდა. სათამაშოები, ძირითადად, პარიზის მაღაზიებში იყო მოპარული.

ერთ-ერთი მაღაზიის მენეჯერმა ინტერნეტში შენიშნა მოპარული სათამაშოები და პოლიციას მიმართა. პოლიციამ პიროვნების დადგენის შემდეგ ქალის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ოთახში 40 ათასი ევრო და ათასამდე სათამაშო იპოვეს. უმეტესი მათგანი ორიგინალურ შეფუთვაში იყო. როგორც საფრანგეთის პროკურატურამ განაცხადა, ქალის თქმით, ის მოწყენის გამო იპარავდა – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიპაკისტანში გამართლებული ქრისტიანის ქმარი დასავლეთს თავშესაფარს სთხოვს
შემდეგი სტატიახაშოგის მკვლელობის კვალის დასაფარავად საკონსულოში მისული იყვნენ ქიმიკოსი და ტოქსიკოლოგი