ირანსთვის აშშ-ს მკაცრი სანქციები ამოქმედდა

დღეიდან ირანისთვის აშშ-ს მკაცრი სანქციები ამოქმედდა. სამწლიანი თავისუფალი ვაჭრობის შემდეგ, ქვეყანამ ისევ დაკარგა დასავლეთტთნ ბიზნესის წარმოების შესაძლებლობა და კარგავს ძირითად შემოსავალს – ნავთობის გაყიდვიდან.
ირანი მსოფლიო ფინანსურ სისტემას ისევ იძულებით ჩამოშორდა – წერს”ბიბისი” . აშშ თვლის, რომ სიღარიბე ირანის ხელმძღვანელობას იძულებულს გახდის დათმობებზე წავიდეს და დახუროს ბირთვული და სარაკეტო პროგრამები. ასევე, იმედს იტოვებს, რომ ირანი უარს იტყვის სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადისა და ლიბანში “ჰეზბოლას” მხარდაჭერისგან, რომელთა მოქმედებები აშშ-ს ინტერესებს ეწინააღმდეგება ახლო აღმოსავლეთში.

თეირანი დარწმუნებულია, რომ აშშ-ს ნამდვილი მიზანია არა მოპალარაკებები, არამედ, ხელისუფლების შეცვლა და ფიცს დებს, რომ არ დათმობს პოზიციებს.

თეთრმა სახლმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, რომ სანქციები იქნება უმკაცრესი, რომელსაც ოდესმე სადმე უმოქმედია და მიმართული იქნება ენერგეტიკისა და საბანკო სექტორის წინააღმდეგ. ამავე დროს, სანქციები არ შეეხება ირანთან ხელშეკრულების მონაწილე სხვა ქვეყნებს, რომლებსაც შეუძლიათ ირანული ნავთობის იმპორტირება გააგრძელონ.

banner
წინა სტატიაშიხაშოგის მკვლელობის კვალის დასაფარავად საკონსულოში მისული იყვნენ ქიმიკოსი და ტოქსიკოლოგი
შემდეგი სტატიავერშემდგარი თვითმკვლელობის წინ დაწერილი ბოდლერის წერილი 234 ათას ევროდ გაიყიდა