ხარკოვის ოლქში რუსებმა საგანმანათლებლო დაწესებულებები გაძარცვეს და გაანადგურეს

ხარკოვის ოლქში მდებარე ბოროვაიის დასახლებაში, რომელიც 14 აპრილის შემდეგ ოკუპირებულია, რუსმა ჯარისკაცებმა საგანმანათლებლო დაწესებულებები გაძარცვეს და გაანადგურეს, – ამის შესახებ ბოროვის რაიონის საკრებულო იუწყება.

„ოკუპირებულ ბოროვის დასახლებაში რუსმა დამპყრობლებმა მთლიანად გაანადგურეს ორი სკოლა, სხვა სასწავლო დაწესებულებები გაძარცვეს და ნაწილობრივ დააზიანეს.

№1 საშუალო სკოლა გადარჩა, მაგრამ სკოლის ეზოში ჭურვი ჩამოვარდა, სადაც ახლა ლითონის ნამსხვრევები და ორმოებია. შენობის ერთ მხარეს დაზიანებულია ფანჯრები და ჩამოვარდნილია ყველა კარი. მათ გაძარცვეს სკოლის ფართი, განადგურდა სკოლის ავეჯი და ტექნიკა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმოვითხოვთ კატეგორიულად, მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ სხვა ქვეყანაში, სადაც კვალიფიციური და არასტრესული გარემო იქნება – გვარამია
შემდეგი სტატიარომ მოლდოვამ ყველა ღონე უნდა გამოიყენოს პროფესიონალი თანამედროვე არმიის შესაქმნელად – მაია სანდუ