მოვითხოვთ კატეგორიულად, მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ სხვა ქვეყანაში, სადაც კვალიფიციური და არასტრესული გარემო იქნება – გვარამია

“მოვითხოვთ კატეგორიულად, მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ სხვა ქვეყანაში, სადაც კვალიფიციური და არასტრესული გარემო იქნება” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ საუბრობს.

მდგომარეობა კრიტიკულია. როგორც სახალხო დამცველის ანგარიშში ვნახეთ, მდგომარეობა მართლა კრიტიკულია, გარდამავალი უკვე ტერმინალური მდგომარეობის მიმართულებით. მაღალია უკვე ძალიან რისკი ლეტალური გამოსავლის. მიხეილ სააკაშვილი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ჭამს კი არა, ვერ ჭამს, მას მიმღეობა არ აქვს უბრალოდ საკვების. რაღაცა გამონაკლისების მიღება შეეძლო ისიც მცირე რაოდენობით და იცით, რომ ამის გარეშე დატოვა საქართველოს ხელისუფლებამ.

მიზეზი როგორც სახალხო დამცველის დასკვნით იკვეთება და რასაც ჩვენ აქამდეც ვამტკიცებდით, მათ შორის ალტერნატიული კონსილიუმი პირველ რიგში, ეს არის PTSD, ანუ პოსტტრავმული აშლილობის სინდრომი, არავის არ ეგონოს, რომ ბავშვობის ტრავმებისგან დგება. ეს არის ამ დაწესებულებებში მიღებული შედეგი. PTSD-ს ორმაგი გაშიფვრა აქვს – იშიფრება წამების შემდგომი სტრესულ აშლილობადაც. ჩვენ ამასთან გვაქვს რეალურად საქმე და სრულიად მკაფიოა ჩემი აზრით ის, რაც მოვისმინეთ დღეს სახალხო დამცველისგან და უალტერნატივოა, რომ ეს ადამიანი რომელიც სხვათაშორის ახლა გაცილებით უარესადაა, ვიდრე თავის დროზე იყო ამ წამებისა და შიმშილობის შემდეგ, ეს ადამიანი საკვებს ვერ იღებს იმის გამო, რომ მას ეს არ შეუძლია მისი სტრესული მდგომარეობის გამო და მან სრულად უნდა შეიცვალოს ადგილსამყოფელი, არ უნდა იყოს არც ბარდაგი არც რამე სხვა და გამოჯანმრთელდეს მულტიპროფილურ კლინიკაში რომელიც როგორც ასევე მოვისმინეთ, საქართველოში არ მოიძებნება.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ჩვენი დასკვნაა უკვე სახალხო დამცველის დასკვნის საფუძველზე გაკეთებული და მოთხოვნაც, რომელსაც აქამდე ვაყენებდით, სააკაშვილი უნდა იქნეს გადაყვანილი სხვა ქვეყანაში, სადაც კვალიფიციური და ასევე არასტრესული და არატრავმული გარემო იქნება. ამას მოვითხოვთ კატეგორიულად და უნდა გვესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ამგვარი მდგომარეობა ხელისუფლებამ იცის, ისიც იცის, რომ ეს მისი პასუხისმგებლობაა მაგრამ აბსოლუტურად მიზანმიმართულად და ღიად, ისე რომ ჩვენც კი გვაჩვენებს ამას, მიყავთ ადამიანი სიკვდილამდე. ყველა უნდა დავფიქრდეთ, რატომ აკეთებს ამას ქართული ოცნება. არამარტო იმიტომ, რომ ასე უნდა რუსეთს, ამას შესაძლოა სხვა გაგრძელებები მოჰყვეს და ნამდვილად არ გამოვრიცხავ, დღევანდელი პრემიერმინისტრის განცხადების შემდეგ რომ მათ სურდეთ ამგვარი განვითარებები იმიტომ რომ სააკაშვილის სიკვდილი, რომელიც დარწმუნებული ვარ, არ დადგება, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება სერიოზული პრობლემების წყარო გახდეს, – ამბობს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პარლამენტი ღია მმართველობის გამოცდილებას, მოროკოს პარლამენტს გაუზიარებს
შემდეგი სტატიახარკოვის ოლქში რუსებმა საგანმანათლებლო დაწესებულებები გაძარცვეს და გაანადგურეს