რომ მოლდოვამ ყველა ღონე უნდა გამოიყენოს პროფესიონალი თანამედროვე არმიის შესაქმნელად – მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, ქვეყანას ბრძოლისუნარიანი არმია არ ჰყავს. მაია სანდუს თქმით, 30 წლის განმავლობაში მოლდოვის არმია დარჩა ტექნიკის, სამხედრო აღჭურვილობისა და ბრძოლისუნარიანი საშუალებების გარეშე.

მედიის ინფორმაციით, მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანას არ აქვს ეფექტური ფარი საფრთხის წინააღმდეგ, რადგან არ აქვს განვითარებული, ადეკვატური სამხედრო პოტენციალი, არ შეუქმნია კრიტიკული ინფრასტრუქტურის ელემენტები და არ განუვითარებია სოციალური მდგრადობა.

სანდუს თქმით, ამავდროულად, მოლდოვის სამხედროები, რომლებიც მონაწილეობენ გაერო-ს და ეუთო-ს ეგიდით სამშვიდობო მისიებში, სარგებლობენ პროფესიონალების რეპუტაციით. სანდუს განცხადებით, კარგად გაწვრთნილი არმია ქვეყანას აძლევს თავდაჯერებულობას, სტრატეგიული არჩევანის თავისუფლებას და მოლდოვამ ყველა ღონე უნდა გამოიყენოს პროფესიონალი თანამედროვე არმიის შესაქმნელად.

„ეს არის ინვესტიცია ქვეყნის უსაფრთხოებასა და დაცვაში. ახლა, როცა ჩვენს საზღვრებთან ომია, ჩვენ ეს კარგად გვესმის“,- თქვა მოლდოვის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიხარკოვის ოლქში რუსებმა საგანმანათლებლო დაწესებულებები გაძარცვეს და გაანადგურეს
შემდეგი სტატიარუსი ოკუპანტები ლივობერეჟნის რაიონში მდებარე სამშობიარო საავადმყოფოს ბაზაზე დაჭრილებისთვის საავადმყოფოს გახსნას გეგმავენ