ხარკოვის მერი ადასტურებს, რომ ოკუპანტებმა ქალაქის გარეუბნებიდან გასვლა დაიწყეს

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის შტურმი ვერ შეძლეს. მტრის ჯარები ტოვებენ ქალაქის გარეუბნებს და რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ მიემართებიან – აცხადებს ქალაქის მერი, იგორ ტერეხოვი BBC-სთან ინტერვიუში.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მტერმა მხოლოდ ერთხელ მოახერხა ქალაქის მცირე ნაწილის დაკავება და ისიც მცირე ხნით. ხუთი დღის წინ ოკუპანტებმა ხარკოვის აეროპორტის მიდამოებში ბოლოჯერ ჩამოაგდეს რაკეტა, მაგრამ ის უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

მისი თქმით, ამ დროისათვის ქალაქში სიმშვიდეა. ამასთან, რუსული აგრესიის შედეგად ბევრი საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა, ბევრიც დაზიანდა.

banner
წინა სტატიაშიისინი იმსახურებენ დედამიწის ზედაპირზე დგომას და მზის ხილვას – აზოვსტალში დარჩენილი სამხედროების ოჯახები ჩინეთის პრეზიდენტს მიმართავენ
შემდეგი სტატიაპუტინი ფინეთს აფრთხილებს, რომ ნატოში გაწევრიანება შეცდომა იქნება – BBC