ისინი იმსახურებენ დედამიწის ზედაპირზე დგომას და მზის ხილვას – აზოვსტალში დარჩენილი სამხედროების ოჯახები ჩინეთის პრეზიდენტს მიმართავენ

ქალაქ მარიუპოლში, აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაში დარჩენილი სამხედროების ოჯახები ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს მიმართავენ თხოვნით, რომ ის იყოს შუამავალი რუსეთთან და უკრაინას სამხედროების გამოყვანაში დაეხმაროს. მათ მსგავსი თხოვნით ადრე მიმართეს თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს.

კიევის ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე, ოჯახებს, რომლებსაც აქვთ შეზღუდული კონტაქტი საყვარელ ადამიანებთან განაცხადეს, რომ მათი დახსნისთვის ცოტა დრო აქვთ, რადგან სამხედროებს სამედიცინო მარაგი ელევათ და საკვები თითქმის აღარ აქვთ.

ერთ-ერთი 21 წლის უკრაინელი სამხედროს დედა CNN-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ სასწაულისთვის ლოცულობს, რადგან ისინი ახლა ნამდვილ ჯოჯოხეთში არიან.

„იქ ჯოჯოხეთია, ისინი ნამდვილ ჯოჯოხეთში არიან. ისინი იმსახურებენ მიწის ზემოთ დგომას და მზის დანახვას“, – განაცხადა ტანია ვიჩნიკმა.

დონეცკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ კი განაცხადა, რომ სამხედროების გათავისუფლების შესახებ რთული მოლაპარაკებები გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა „აზოვსტალიდან“ 60 ადამიანის ევაკუაციაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს – ვერეშჩუკი
შემდეგი სტატიახარკოვის მერი ადასტურებს, რომ ოკუპანტებმა ქალაქის გარეუბნებიდან გასვლა დაიწყეს