პუტინი ფინეთს აფრთხილებს, რომ ნატოში გაწევრიანება შეცდომა იქნება – BBC

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფინეთის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ ამჟამად ფინეთის უსაფრთხოება დაცულია და ფინეთის გრძელვადიან ნეიტრალურ სტატუსზე უარის თქმა შეცდომა იქნება.

ორ პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ დამატებით ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, პუტინმა საული ნიინისტეს უთხრა, რომ ცვლილება დააზიანებს ურთიერთობას ორ ქვეყანას შორის “რომელიც მრავალი წლის განმავლობაში შენდებოდა კეთილმეზობლობისა და პარტნიორული თანამშრომლობის სულისკვეთებით და იყო ურთიერთსასარგებლო”

მოსკოვმა სატელეფონო საუბარი “აზრთა გულწრფელ გაცვლად” შეაფასა.

რაც შეეხება ფინეთის პოზიციას, ქვეყნის პრეზიდენტმა პუტინს უთხრა, რომ ფინეთი NATO-ში გაწევრიანებას მომდევნო დღეებში გადაწყვეტს.

წინა სტატიაშიხარკოვის მერი ადასტურებს, რომ ოკუპანტებმა ქალაქის გარეუბნებიდან გასვლა დაიწყეს
შემდეგი სტატიამტერი აზოვსტალზე შეტევას განაგრძობს