კავკასიაში ისლამური სახელმწიფოს “ვერბოვშიკები” გაასამართლეს

ჩრდილო-კავკასიის სამხარეო სასამართლომ როსტოვში 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 6 ახალგაზრდას, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს სახელით ხალხის გადაბირებას ცდილობდა.

ყველაზე დიდი წლები სტავროპოლის სამედიცინო აკადემიის სტუდენტ სულტან იახიაევს მიესაჯა. გამოძიების ვერსიით, ის ორი წლის წინ ორ სხვა პირთან ერთად სტავროპოლში ექსპრემისტული იდეების გამავრცელებელ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. გამოძიების მასალების მიხედვით, აღნიშნულმა ჯგუფმა 2013-2014 წლებში 4 ადამიანის გაგზავნა შეძლო სირიაში ისლამური სახელმწიფოს რიგებში საბრძოლველად.
გარდა პროპაგანდისა, სასამართლომ დაკავებულები იარაღის უკანონო ტარებაში დაადანაშაულა – პროპაგანდისტულ ჯგუფს ქალაქის გარეუბანში დამალული ქონდა რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი.

banner
წინა სტატიაშიბათუმის 22-ე საჯარო სკოლაში პედაგოგმა მოსწავლე სცემა
შემდეგი სტატიაპარლამენტში ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭო შეიქმნება