ბათუმის 22-ე საჯარო სკოლაში პედაგოგმა მოსწავლე სცემა

22 საჯარო სკოლის შენობასთან ამ წუთებში მშობლები არიან შეკრებილები. ისინი პედაგოგის მხრიდან მოსწავლეზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს აპროტესტებენ.

მოსწავლის ცემის ფაქტს  #22 სკოლის დირექტორი, გიორგი რუხაძეც ადასტურებს.

„ინციდენტი მეოთხე კლასში მოხდა. მოსწავლე ამბობს, რომ პედაგოგმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პედაგოგი აცხადებს, რომ მოსწავლეს ხელი შემთხვევით მოხვდა. მომხადართან დაკავშირებით, არსებული მასალები დისიპლინურ კომეტეტს გადავეცი და ამ საქმის შესწავლა მიმდინარეობს“, – აცხადებს გიორგი რუხაძე.

banner
წინა სტატიაშიობამამ და ერდოღანმა პუტინის შემორიგების გზებზე ილაპარაკეს
შემდეგი სტატიაკავკასიაში ისლამური სახელმწიფოს “ვერბოვშიკები” გაასამართლეს