პარლამენტში ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭო შეიქმნება

პარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტში, პარლამენტის რეგლამენტით, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს შექმნა იგეგმება. ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, საბჭოს საპარლამენტო გამჭვირვალობის, სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, პარლამენტის თავმჯდომარე შექმნის.
საბჭო პარლამენტში არსებული ფრაქციების თითო წარმომადგენლისგან შედგება, ხოლო მისი წევრობის კანდიდატს ფრაქციის თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით წარუდგენს.
საბჭოს პარლამენტის თავმჯდომარე, ან მისი დავალებით საბჭოს ერთ-ერთი წევრი უხელმძღვანელებს.
კანონპროექტი დეპუტატმა თამარ კორძაიამ მოამზადა.

banner
წინა სტატიაშიკავკასიაში ისლამური სახელმწიფოს “ვერბოვშიკები” გაასამართლეს
შემდეგი სტატიაერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4021 ლარი გახდა