კატალონიის კრიზისი: გერმანიის სასამართლომ პუჩდემონი გირაოთი გაანთავისუფლა

გერმანიის სასამართლომ კატალონიის ყოფილი მთავრობის ლიდერი კარლეს პუჩდემონი გირაოთი გაანთავისუფლა და ამით მისი ესპანეთში ექსტრადირების საკითხი დროებით გადადო -ამის შესახებ ინფორმაცია შლეზინგ-გოლშტეინის ფედერალური მიწის სასამართლოს პრესცენტრმა გაავრცელა. სასამართლომ უარი თქვა პუჩდემონის ექსტრადაციაზე იმ ბრალდებების საფუძველზე, რომელიც მას ესპანეთის მთავრობამ წაუყენა კატალონიური ამბოხების მუხლში, თუმცაღა, არ გამორიცხა პუჩდემონის მეორე ბრალდებით გადაცემაზე, რაც სახელმწიფო სახსრების უკანონო გაფლანგვას გულისხმობს.
სასამართლოს მორიგ სხდომამდე პოლიტიკოსი თავისუფლებაზე იქნება. გირაოს თანხამ 75 ათასი ევრო შეადგინა.
55 წლის კარლოს პუჩდემონმა 2017 წლის ოქტომბერში კატალონიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, შემდეგ კი ბელგიაში გაექცა ესპანეთის იუსტიციის ორგანოებს. 25 მარტს პუჩდემონი გერმანიაში დააკავეს – ის ფინეთიდან ბელგიაში ბრუნდებოდა.

banner
წინა სტატიაშითურქეთის ვიცე-პრემიერი: ებრაელი სნაიპერები მოქალაქეებს კლავენ
შემდეგი სტატიაპოროშენკო დონბასში ომის ფორმატს ცვლის