პოროშენკო დონბასში ომის ფორმატს ცვლის

უკრაინის პრეზიდენტის პეტრ პოროშენკოს განცხადებით, 2018 წლის მაისში აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაცია (ატო) დასრულდება და მას სხვა ფორმატი ჩაანაცვლებს.პოროშენკოს განცხადებით, უკრაინის რადამ ცოტა ხნის უკან დონბასის რეინტეგრაციის კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები, უფრო ეფექტური ზომებით ჩაერთვებიან თავდაცვითი ფუნქციის შესრულებაში და მას გენერალი ნაევი უხელმძღვანელებს.

,,მე დავნიშნე უნიკალური გამოცდილების მქონე, უკომპრომისო გენერალი ნაევი, რომელიც უხელმძღვანელებს ატო-ს გადასვლას ახალ ფორმატზე,, -განაცხადა პოროშენკომ. უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ ნაევს ქვეყნის ხელმძღვანელობისაგან დავალებული აქვს, არა მხოლოდ თავდაცვითი ფუნქციების გაძლიერება დონბასში, არამედ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებზე კონტროლის დამყარებაც.

banner
წინა სტატიაშიკატალონიის კრიზისი: გერმანიის სასამართლომ პუჩდემონი გირაოთი გაანთავისუფლა
შემდეგი სტატიაGoogle-ს თანამშრომლები მებრძოლი რობოტებისთვის ხელოვნური ინტელექტის განვითარების შეწყვეტას ითხოვენ