თურქეთის ვიცე-პრემიერი: ებრაელი სნაიპერები მოქალაქეებს კლავენ

თურქეთის ვიცეპრემიერის ბექირ ბოზდაღის განცხადებით, ისრაელი უიარაღო მოქალაქეების წინააღმდეგ არაპროპორციულ ძალას იყენებს და სნაიპერებით სამოქალაქო პირებს კლავს.
„ისრაელის ხელისუფლებამ მოქალაქეების და უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება, თავდასხმები და მკვლელობები სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს. თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის აფრინის რეგიონში ჩატარებული ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს დროს ერთი სამოქალაქოც კი არ დაშავებულა, მიუხედავად ამისა, მათ ვინც თურქეთს უსამართლოდ აკრიტიკებდა, მოვუწოდებ ისრაელის ქმედება დაგმონ და მის წინააღმდეგ პოზიცია დაიკავონ.

. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ადამიანის უფლებებს, სამოქალაქოს, უდანაშაულოს, არაპროპორციული ძალის გამოყენებას, თავდასხმას და მკვლელობას დასავლეთისთვის მნიშვნელობა არ აქვს. მათთვის ადამიანის უფლებები, სამოქალაქო, უდანაშაულო და სამართალი, მხოლოდ ნიღაბია, რომელიც ნამდვილ სახეს უფარავთ, თუმცა ეს ნიღაბი ჩამოეხსნათ“ განაცხადა ბოზდაღმა.

banner
წინა სტატიაშირუსულ ბანკს Android ვირუსი უტევს
შემდეგი სტატიაკატალონიის კრიზისი: გერმანიის სასამართლომ პუჩდემონი გირაოთი გაანთავისუფლა