ტურისტული გასეირნებისას სამონასტრო კომპლექს ანგკორ-ვატთან სპილო გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი დაღუპვის შემდეგ გამოქვეყნდა პეტიცია ქვეყნის მთავრობისადმი მოთხოვნით, რომ აიკრძალოს სპილოების გასართობად გამოყენება – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
„ვეტერინარების დასკვნით, სიკვდილი მაღალი ტემპერატურის გამო დადგა. „ის გამოიწვია ასევე სტრესმა, სისხლის მაღალმა წლევამ და შესაბამისად, გულის შეტევამ “ – განუცხადეს ჟურნალისტებს კომპანიაში, რომელსაც გარდაცვლილი სპილო ეკუთვნოდა. იმ დღეს სპილომ 45 წუთი იმუშავა და 40 გრადუს ტემპერატურაზე დაახლოებით 2 კილომეტრი გაიარა.
დაღუპული აზიური სპილო 40-ზე მეტი წლის იყო. ბუნებაში, ის, როგორც წესი 48 წლამდე ცოცხლობს. ინციდენტის შემდეგ ბევრმა ტურისტულმა კომპანიამ უარი განაცხადა სპილოთი მომსახურებაზე.