თეთრი სახლის შესასვლელი დღეს ორჯერ გადაკეტეს

თეთრი სახლის შესასვლელი დღეს ორჯერ გადაკეტეს

22აშშ-ს დაცვის სამსახურმა თეთრი სახლის შესასვლელი 27 აპრილს ორჯერ გადაკეტა მას შემდეგ, რაც დაცვამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ეზოში საკუთარი ნივთები შეყარა – The Washington Post-ი წერს.
ინციდენტი 10.30 საათზე მოხდა. თეთრი სახლი ჩვეულ რიტმს მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც დაასრულებს ტერიტორიის შემოწმებას – განაცხადა დაცვის სამსახურმა.
CBS News-ის ცნობით, შემთხვევის დროს ბარაკ ობამა შენობაში იმყოფებოდა.
დაცვის სამსახური უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში შესასვლელს მეორედ კეტავს. მანამდე დაცვამ დააკავა მამაკაცი, რომელიც თეთრი სახლის ტერიტორიაზე აპირებდა შეღწევას. ბოლო მონაცემებით, აღნიშნულმა მამაკაცმა ვაშინგტონის ცენტრში ხალხი გაქურდა და თეთრ სახლში დამალვას ცდილობდა.

ორივე მამაკაცი სასამართლოს წინაშე წარსდგება.

banner
წინა სტატიაშიდეტალები სავჩენკოს დის დაკავების შესახებ
შემდეგი სტატიაკამბოჯიელები სპილოს უფლებების დაცვას ითხოვენ