დავითუღლუმ ახალ კონსტიტუციაში ისლამის ადგილი ვერ ნახა

დავითუღლუმ ახალ კონსტიტუციაში ისლამის ადგილი ვერ ნახა

davutoglu-mesajთურქეთის პრემიერმა აჰმედ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ ქვეყნის ახალი კონსტიტუცია, რომელსაც მმართველი პარტია ამზადებს, სამოქალაქო იქნება – Reuters-ი წერს.
„სეკულარიზმი, ახალ კონსტიტუციაში წარმოდგენილი იქნება როგორც პრინციპი, რომელიც ქვეყნის მოქალაქეებს აღმსარებლობის თავისუფლებას პირდება, სახელმწიფო ყველა რელიგიურ ჯგუფს თავისუფლებას პირდება“ – განაცხადა მან.
გუშინ თურქეთის პარლამენტის სპიკერმა, ისმაილ კახრამანმა პარლამენტს შესთავაზა ისლამის როლი მკაცრად განისაზღვროს კონსტიტუციაში, მისი თქმით, ქვეყნის ძირითადი კანონი „რელიგიური უნდა იყოს“.
კახრამანის რეპლიკამ ოპონენტებში აღშფოთება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიკამბოჯიელები სპილოს უფლებების დაცვას ითხოვენ
შემდეგი სტატიარიგის მერმა სახუმარო პეტიციისთვის თავისუფლების აღკვეთას, ლატვიაში დაწყებული რეპრესიები უწოდა