კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო 80 ათასი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს

კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო სან-ბერნარდინოს საგრაფოდან 80 ათასი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს. საფრთხის წინაშე აღმოჩნდა 34,5 ათასი საცხოვრებელი სახლი. ხანძარი ექვსი ათასი ჰექტარის ფართობზე მძვინვარებს. კალიფონიის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა ლოს-ანჯელესიდან 100 კილომეტრში მდებარე საგრაფოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 700 მეხანძრე მონაწილეობს.

სულ ხანძარი კალიფორნიის სამ საგრაფოში მძვინვარებს. საგანგებო მდგმარეობა ასევე გამოცხადებულია ლეიკისა და სან-ლუის-ობისპოს საგრაფოებში.

banner
წინა სტატიაშივაშინგტონში რუსეთის მიერ ირანის საჰაერო ბაზების გამოყენებას “სამწუხარო ფაქტს” უწოდებენ
შემდეგი სტატიათურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამდე დაპატიმრებულ 38 ათასს მსჯავრდებულს გაათავისუფლებენ