თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამდე დაპატიმრებულ 38 ათასს მსჯავრდებულს გაათავისუფლებენ

თურქეთის კანონმდებლობში შეტანილი შესწორებების შესაბამისად, ხელისუფლება ციხიდან 38 ათასამდე პატიმარს გაათავისუფლებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თურქეთის იუსტიციის მინისტრი ბექირ ბოზდაგი იტყობინება.

მინისტრის ინფორმაციით, ხელისულების გადაწყვეტილება არ ნიშნავს ამნისტიას, არამედ მხოლოდ ვადამდელ გათავისუფლებას. ამასთან, იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, რომ ახალი რეგულაცია შეეხება მხოლოდ იმ პატიმრებს, რომლებიც 2016 წლის 1 ივლისამდე ჩადენილი დანაშაულებისთვის გასამართლდნენ.

ცვლილებები არ შეეხება მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს, კერძოდ მათ, ვინც სასჯელს განზრახ მკვლელობისთვის, ნარკოტიკით ვაჭრობისთვის და სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის იხდიან.

16 ივლისს განხორციელებული სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო. დააკავეს 35 ათასი ადამიანი, მათგან 17 ათასს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. 80 ათასზე მეტი ადამიანი კი თანამდებობიდან დაითხოვეს. დაიხურა ორი ათასზე მეტი ორგანიზაცია.

banner
წინა სტატიაშიკალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო 80 ათასი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატია,,მეჩვენება, რომ ბურჯანაძე-უსუფაშვილი შეხმატკბილებულები არიან”