ვაშინგტონში რუსეთის მიერ ირანის საჰაერო ბაზების გამოყენებას “სამწუხარო ფაქტს” უწოდებენ

ვაშინგტონში რუსეთის მიერ ირანის საჰაერო ბაზების გამოყენებას ეხმაურებიან. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მომხდარს სამწუხარო ფაქტი უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ქმედება მოულოდნელი არ იყო.

მარკ ტონერის განცხადებით შეერთებული შტატები შეისწავლის ეწინააღმდეგება თუ არა რუსეთის მიერ ირანის ბაზის გამოყენება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ირანისთვის თვითმფრინავების გადაცემას და ირანის ტერიტორიაზე სამხედრო თვითმფრინავების გადაადგილებას კრძალავს. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იერიშებისთვის ირანის სამხედრო ბაზის გამოყენების შესახებ ონფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში,,ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ორი ქართველი ვდგებით”
შემდეგი სტატიაკალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო 80 ათასი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს