კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 14 პაციენტის ანალიზი გაიგზავნა, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

კახეთიდან რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში 14 პაციენტის ანალიზი გაიგზავნა, კორონავირუსი არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით ე.წ. „ცხელების ცენტრებში“ საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებიდან საჭიროების შემთხვევაში ნიმუშის აღება გაგრძელდება, როგორც ცხელების კლინიკიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან.

ამ ეტაპზე კახეთის რეგიონში, ათ საკარანტინო ზონაში 446 მოქალაქე იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიბათუმში შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – ინფიცირების წყარო უცნობია
შემდეგი სტატიაზუგდიდის ინფექციურში წალენჯიხის კლასტერიდან ორსული ქალბატონი შეიყვანეს