ზუგდიდის ინფექციურში წალენჯიხის კლასტერიდან ორსული ქალბატონი შეიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე წუთის წინ ორსული ქალი შემოიყვანეს ანაკლიის საკარანტინო ზონიდან, რომელსაც ცხელება და ხველა აღენიშნება. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამჟამად მიმდინარეობს პაციენტის კვლევა. საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.

ცნობისთვის, ორსული ქალბატონი იმ სპორტსმენის კლასტერია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში სულ ოთხი პაციენტი იმყოფება. მათ შორის არიან ორი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები, გალის რაიონიდან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან.

banner
წინა სტატიაშიკახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 14 პაციენტის ანალიზი გაიგზავნა, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიალევან რატიანი : კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და უარყოფითი დინამიკა არ შეინიშნება