კახა მიქაია: მე შენ გუბერნატორი მეგონე და ,,მალიარი ყოფილხარ ბიჭო”!!!

როგორც მოსალოდნელი იყო, ,,თაიმერთან” ჩემი ინტერვიუს შემდეგ ატყდა ერთი ვაიუშველებელი, ჩემი ინფორმაციით, შონიამ საგანგებო თათბირი მოიწვია. ,,ეს ჩემი კაბინეტი არ არის” ბრძანა მან!
გუბერნატორის ამ ბრძანებას, მისი ქვეშევრდომების ფაციფუცი მოჰყვა. ხელისუფლება და მასზე დაქვემდებარებული მედია თავგანწირვით ამცკიცებს, რომ ეს შონიას კაბინეტი არ არის!
ჩემო ლევან, აბა ახლა შეახედე შენი ფინიები, შენს ვარდისფერ ოთახში, რომლის გვერდით სამზარეულოა, სამზარეულოს შემდეგ საძინებელი, ოთახს, სადაც ეს ფოტოებია გადაღებული, შენ, ჩემო კარგო, სხვადასხვა სახის შეხვედრებისთვის იყენებ, აბა კარგად გაიხსენე ჩვენი შეხვედრა ამ ოთახში კომისარო ჟუვ!!!
P.S. მე შენ გუბერნატორი მეგონე და ,,მალიარი ყოფილხარ ბიჭო”!!!
ვაკონკრეტებ, ოთახში შესასვლელი კარებიდან მაცხნივ არის ტუმბო, სადაც ღარიბაშვილი-შონიას გადაბრუნებული და შემდეგ გადმობრუნებული სურათია გადაღებული.
დაფაცურდით ახლა ბიჭებო და შეუდექით მუშაობას, სასწრაფოდ გადაღებეთ ოთახი.
ლევან, ბოლოს როდის გქონდა ,,რემონტი” და ,,პერესტანოვკა” შენს აპარტამენტებში?!-წერს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია.

 

კახა მიქაია სამეგრელოს გუბერნატორის კაბინეტში გადაღებულ სკანდალურ ფოტოებს ასაჯაროებს

banner
წინა სტატიაშიცხინვალის რეჟიმი ირწმუნება, რომ იტალიელ მეწარმეებთან კონტაქტები დაამყარა
შემდეგი სტატიაუკრაინელი პოლიტიკოსი: თურქეთი აპირებს ყირიმის დაპყრობას