უკრაინელი პოლიტიკოსი: თურქეთი აპირებს ყირიმის დაპყრობას

პარტია “Свобода”-ს ლიდერი ოლეგ ტიაგნიბოკი (Олег Тягнибок) თვლის, რომ თურქეთი აპირებს ყირიმის დაპყრობას.
“ასეა თუ ისე, თურქეთი მაინც ფიქრობს ყირიმზე. ისინი თვლიან მას თავის ძირძველ ტერიტორიად და მე არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგი ნაბიჯი – ერთი, ხუთი თუ ათი წლის შემდეგ ან უახლოეს პერსპექტივაში იქნება ყირიმში დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა”, – განაცხადა მან ტელეარხ “NewsOne” -ის ეთერში.
ტიაგნიბოკის თქმით, ასეთი პერსპექტივა დიდ საფრთხეს შეიცავს, რადგან პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ კონსტიტუციაში ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, ყირიმის დაბრუნების შემთხვევაში, უკრაინა კვლავ დაკარგავს ამ ტერიტორიას.
შეგახსენებთ, ამასწინათ უკრაინაში ვიზიტისას თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ არასდროს სცნობს ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: მე შენ გუბერნატორი მეგონე და ,,მალიარი ყოფილხარ ბიჭო”!!!
შემდეგი სტატიაოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს